თვითმკვლელობა ავსტრიის ციხეში

ნაზარბაევის დევნილმა ყოფილმა სიძემ თავი მოიკლა

APA

ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილმა სიძემ ვენის ციხეში თავი მოიკლა. ამ ფაქტს ავსტრიის სასამართლო ადასტურებს. რახათ ალიევს ავსტრიაში და ეუთო-ში ყაზახეთის ელჩის თანამდებობა ეკავა, თუმცა, 2007 წლიდან მას ყახაზეთის მთავრობა დევნიდა.

სამშობლოში ალიევს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის და ადამიანის გატაცების ბრალდებით დაუსწრებლად 40-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. იგი ავსტრიაში გასული წლის ზაფხულში დააპატიმრეს, თუმცა, ყაზახეთს მის ექსტრადირებაზე უარი უთხრეს.

კომენტარები