ოსების დაკავება უკრაინაში

უკრაინელი დეპუტატი: სეპარატისტებმა მათ მხარეს მებრძოლი ოსები დააკავეს

დონეცკელმა სეპარატისტებმა უკრაინაში ცხინვალის რეგიონის 5 მაცხოვრებელი დააკავეს, რომლებიც მათ მხარეს იბრძოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, სამხედრო ექსპერტი დმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაკავებულები ეროვნებით ოსები არიან, მათ შორისაა სარმატ ჩოჩიევი, რომელიც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბორის ჩოჩიევის შვილია.

დაკავების მიზეზად ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა სახელდება. ცხინვალში ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები