უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

მიროტაძე: არაფერ შუაშია ის, რომ გვენეტაძე პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატ ნინო გვენეტაძეს მხარს დაუჭერს. მიროტაძის თქმით, გვენეტაძე სამართლიანობისთვის მებრძოლია.

"ნინო გვენეტაძე იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ძალიან ცოტა ადამიანთა შორის, რომელმაც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოჰყვა მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან გათავისუფლება. ეს ადამიანი იმ პერიოდიდან მოყოლებული იბრძვის სამართლიანობისთვის და ვიცი, რომ ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აქ არაფერ შუაშია ის, რომ ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ა.შ., მთავარია, რომ ის არის პრინციპული, თავისი საქმის პროფესიონალი. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტის არჩევანით, როგორც ერთი დეპუტატი მას მხარს დავუჭერ", - თქვა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები