თუ საქართველოს ხელისუფლება ხედავდა და მიაჩნდა, რომ იგივე სააკაშვილის და სხვა ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნა რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ან გნებავთ ეროვნულ ინტერესებს, მანამდე უნდა განძრეულიყვნენ. რეალურად მათ ყველა ბერკეტი ჰქონდათ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გავლენა მოეხდინათ ამ ყველაფერზე და თუ ვერ მოახდინეს გავლენა, მათი პრობლემაა საბოლოო ჯამში და მათი არაპროფესიონალიზმის და არაეფექტურობის დადასტურება.
tbl.ge/xzx
დაკოპირდა

განაცხადა პოლიტიოლოგმა გიორგი რუხაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პოროშენკოს მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო უწყების მხრიდან უკრაინის ელჩის დაბარებაზე.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




