ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ბიზნეს კონსულტანტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის

ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს და დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი, ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე სპეციალობაა. სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის... ბანკის სპეციალისტები ვალდებული არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა საქმე სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდნენ. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და, თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია. მინიშნება კი ამაზე შეურაცხმყოფელი არ არის. 

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვლმა კვირის პალიტრასთან საუბარში თავისი ის განცხადება განმარტა, რომლის მიხედვითაც, "ეკონომიკა-ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას ცოდნა უნდა და ალღო უნდა, ესე მარტივი არაა, ვთქვათ, სად დააბანდო შენი კაპიტალი - დოლარში, ლარში თუ ევროში გადაიტანო, ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს. თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს".

კომენტარები