ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

დღეს პროკურატურა ისწრაფვის სრულყოფისკენ

რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება კბილაშვილის დროს დაიწყო და მას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. თქვენ გახსოვთ, როგორი პროკურატურა ჩაიბარა კბილაშვილმა და მან ბევრიც გააკეთა, მას შემდეგ ორი მთავარი პროკურორი გამოიცვალა და, ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა კვალიფიკაციითა და ხარისხით სრულიად განსხვავდება წინა პერიოდისგან და ისწრაფვის სრულყოფისკენ. ის, რომ პროკურატურას აკრიტიკებენ, ამას კარგი ანალიზი სჭირდება.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრის კითხვაზე, "ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს. კერძოდ, მათი თქმით, ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნისთვის საჭირო ყველა სამხილი, მაგრამ საქმე გაჭიანურდა. ისინი სვამენ კითხვას - მაინცდამაინც მამა უნდა მოეკლათ შვილის საფლავზე, საქმე რომ გახსნილიყოო?".

კომენტარები