ე.წ რუსული ჰუმანიტარული დახმარება

რუსეთის მორიგი ჰუმანიტარული კოლონა დონეცკსა და ლუგანსკში 15 თებერვალს ჩავა

joinfo.ua

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დონბასისთვის განკუთვნილი მორიგი ჰუმანიტარული კოლონა უკვე გამზადებულია. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტვირთი საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს შეიცავს. არსებული ინფორმაციით, კოლონა რუსეთის ტერიტორიას კვირას 15 თებერვალს დატოვებს და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ჩავა. ეს უკვე მე-14 კოლონაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დონბასში აგზავნის.

უკრაინული მხარის განმარტებით კი, ტვირთვის შემცველობა ყველასთვის უცნობია, რადგანაც წითელი ჯვრის კომიტეტს მისი დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ ე.წ. ჰუმანიტარული კოლონის გამოგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი პრორუსი ბოევიკების იარაღით მომარაგებას ემსახურება. მათივე თქმით, დონბასში რუსული ჰუმანიტარული თვირთის ჩასვლისთანავე, ძლიერდებოდა უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე შეტევები.

კომენტარები