ლევან ვასაძის ინტერვიუ

ვასაძე: ეს კიევის ცენტრის გადაწვა, ამერიკელებმა არ მოახდინეს?

ეს ომი, ეს კიევის ცენტრის გადაწვა, ამერიკელებმა არ მოახდინეს? ვიქტორია "ნორლანდი" [ნულანდი] დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში ამ ოპოზიციონერებთან... ის უბედურება რაც ხდება დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რისი შედეგია ხომ ხვდებით? რუსეთის ქმედებები ამერიკელების მოწყობილი გადატრიალების შედეგია, ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შედეგია, რომელიც კიევში მოხდა. ... სლავები, ძმები ხოცავენ ერთმანეთს და აბსოლუტური სისულელეა ახლა ჩვენ რომელიმე მხარე დავიჭიროთ და ვიძახოთ, წავიდეთ უკრაინაში და ვახოცინოთ უკრაინელებს რუსები. თუ ომი გვინდა, ვიომოთ ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ამ სიტუაციაში, როდესაც ზესახელმწიფოები გლეჯენ ერთმანეთს, ხარ პატარა ქვეყანა შუაში და ხედავ, რომ ეთნოგენეტიკურად ერთი ერი ხოცავს ერთმანეთს, შენ აქედან უჭიჭყინო და ეძახო, რომ მე ერთს მხარეზე ვარ, რომ მეორეები მოვკლა, არის საქართველოს ღალატი.

განაცხადა ლევან ვასაძემ იმედის ეთერში

კომენტარები