უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ქუცნაშვილი: სააკაშვილისთვის ყველაფერი შეიძლება და ჩვენთვის არაფერი

პირველი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა რაღაცა ღია, გამჭვირვალე, ჯანსაღი პროცესი წარიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. პირველი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, პირველივე შემთხვევის დროს შემოღებულიყო დისკრიმინაციული სტანდარტები, რომლებიც ადამიანებს ხელს შეუშლიდა საქმიანობის სხვა სფეროში გაგრძელებაზე, დაუშვებელი იყო. ამიტომაც ვთქვი, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, რომ თუ ამას ვინმე ითხოვს, ეს არის თავიდან ბოლომდე დისკრიმინაციული სეგრეგაცია. პრეზიდენტმა თქვა, რომ არანაირი უარყოფითი გავლენის ქვეშ არ უნდა იყო, მათ შორის არც პოლიტიკური. რას ნიშნავს - ის ხალხი, ვინც ვიბრძოდით, ის ხალხი, ვინც იბრძოდა ქართველი ხალხის მხარეს, იმათთვის ე.ი. არ შეიძლება საქმიანობის შეცვლა, ხოლო ვისთვის შეიძლება საქმიანობის შეცვლა? სააკაშვილისთვის, ხო? რომ შტატგარეშე მრჩევლად დანიშნეს უკრაინაში. მისთვის ყველაფერი შეიძლება - შეიძლება პრეზიდენტობაც, პარლამენტში შევარდნაც, ბრალდებულობაც, შტატგარეშე მრჩევლობაც და ჩვენთვის არაფერი შეიძლება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ქუცნაშვილი თავმჯდომარეობის კანდიდატია.

კომენტარები