რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

კრემლი: უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ვალდებულება რუსეთზე არაა

Getty Images

კრემლში აცხადებენ, რომ მინსკის დოკუმენტის მიხედვით რუსეთი მხარე არ არის და დონბასში სიტუაციის დარეგულირების ვალდებულება მასზე არაა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთი არის გარანტი, რომ შეთანხმება შესრულდება და არა -ერთ-ერთი მხარე.

„რუსეთი, ეს ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტის მხარეებმა მოიხმეს. ეს ქვეყანაა, რომელმაც კონფლიქტში ჩართულებს მოუწოდა მინსკის შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. თუმცა რუსეთი არ არის მხარე, რომელმაც შეთანხმების პუნქტები უნდა შეასრულოს. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად არ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან რუსეთი ომის მონაწილე მხარე არ არის", - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი იმედოვნებს, შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა.

პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლის 00:00 საათიდან ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს.

 

კომენტარები