თავდაცვის სამინისტრო

დარჩიაშვილი: სერიოზული კითხვებია, ნამდვილად ვთანამშრომლობთ თუ არა NATO-სთან

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ამ უწყების ინტერესებში აღარ არის. დარჩიაშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ტანკსაწინააღმდეგო და აირსაწინააღმდეგო აღჭურვილობის მიღებას თავდაცვის უწყება აღარ ითხოვს, მისი ფუნქციონირების საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

"ჩვენ ვიგებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებიდან ამოღებულია ის, რასაც წლების განმავლობაში ვითხოვდით ჩვენ და შემდეგ ითხოვდა ალასანია - ეს არის ტანკსაწინააღმდეგო და აირსაწინააღმდეგო უახლესი აღჭურვილობის მიღება და ამ აღჭურვილობის გამოყენებაში წვრთნა. საერთოდ გაუგებარია, რა ფუნქციას ემსახურება ამ ვითარებაში, ხელისუფლების პირობებში ეს სამინისტრო. სხვა ყველა ნაბიჯი აქედან გამომდინარეა და აშკარად სერიოზული კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ვთანამშრომლობთ თუ არა NATO-სთან", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

კომენტარები