ქართველები უკრაინაში

საყვარელიძემ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პოსტზე განაცხადი შეიტანა

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელძემ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელძღვანელის პოსტზე განაცხადი შეიტანა. განაცხადების წარდგენის ვადა 11 თებერვალს ამოიწურა. კანდიდატების სია, რომელშიც 161 ადამიანი შევიდა, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოქვეყნა.

როგორც დავთ საყვარელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განმარტა, „ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმდე მეგობრების და კოლეგების თხოვნას და ჩავება უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების მშენებლობაში".

„საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე ჩავება ბრძოლის არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები ჩვენს გუნდთან ერთად მაქსიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში", - აცხადებს საყვარელიძე.

იგი მიჩნევს, რომ იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც ახალი ქართული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისას თანამებრძოლებთან ერთად მიიღო, შეძლებს „ბრძოლის მნიშვნელოვანი ფლანგი გაამაგროს".

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის წარმატება, გამართულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას ახალი, უფრო თამამი რეფორმების გატარებისთვის. საქართველოსთვის კი უბრალოდ თავის ბრძოლის გაგრძელებაა - ეს ერთი ფრონტია! აფხაზეთი, ყირიმი, ცხინვალი და ლუგანსკი, ქურდული სამყარო და ტოტალური კორუფცია - ეს ერთი მტრის, ერთი გამოწვევის სხვადასხვა მხარეებია და სადაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მოწინააღმდეგეც და მოკავშირეც ამ ბრძოლაში ერთი და იგივეა!" - აღნიშნავს საყვარელიძე.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მისი დანიშვნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. 

უმაღლესი რადას მიერ დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან. მას უფლებამოსილება შეიძება შეუწყდეს საერთაშორისო აუდიტის უარყოფითი დასკვნის, პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომენტარები