ოლ სტარი 2015

დირკ ნოვიცკი ყველა ვარსკვლავის მატჩში ენტონი დევისს შეცვლის

დირკ ნოვიცკი
REUTERS

დირკ ნოვი ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გერმანელი All Star-ის განაცხადში ვერ მოხვდა, ის ტრავმირებულ ენტონი დევისს შეცვლის და შედეგად ყველა ვარსკვლავის მატჩში, კარიერაში მე-13-ჯერ მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრას ტრავმის გამო ნოვიცკის გარდა რამდენიმე კალათბურთელიც გამოტოვებს. ბლეიკ გრიფინის ნაცვლად, დასავლეთში ითამაშებს დემიენ ლილარდი, ასევე სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრას გამოტოვებს, კობი ბრაიანტმაც.

დასავლეთის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერმა ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ძირითად ხუთეულში დაასახელა ჯეიმს ჰარდენი და კლეი ტომპსონი.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, იქ, დუეინ უეიდს კაილ კორვერი შეცვლის. ის ოლ სტარში ჰოქსის მეოთხე წარმომადგენელი გახდა. ეს ისტორიაში მერვე შემთხვევაა, როდესაც ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთი გუნდიდან ერთბაშად ოთხი მოთამაშე ითამაშებს. 33 წლის კაილ კორვერი ასევე ოლ სტარში პირველად მონაწილე ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელების ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები