კახა ცხადაძე

სფფ-ის აღმასკომმა ცხადაძეს მიზნად მუნდიალზე ან მის ფლეი-ოფში მოხვედრა დაუსახა

gff.ge

სფფ-ში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთხმად დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეგახსენებთ, რომ ნაკრების ახალ თავკაცთან - კახა ცხადაძესთან გაფორმებულია 6 თვეს + 2 წელი - ხანგრძლივობის კონტრაქტი. მიზნებში კი, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ან მინიმუმ საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში გასვლაა. მთავარი მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ ამ შედეგებით შეფასდება დამაკმაყოფილებლად", - ნათქვამია სფფ-ის ვებგვერდზე.

9 თებერვალს, აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდრებიც დაამტკიცა. აღმასკომისვე გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში და სადისციპლინო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ვიდეოჩანაწერების დროულად წარმოდგენას ეხება.

კომენტარები