ბანკი HSBC

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი - HSBC კლიენტებს გადასახადების დამალვაში ეხმარებოდა

spectator.co.uk

ჟურნალისტებმა ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი HSBC იმაში ამხილეს, რომ კლიენტებს გადასახადის დამალვაში ეხმარებოდა. მამხილებელი მასალები ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა. ბანკის კლიენტების მონაცემები ჯერ კიდევ 2007 წელს, ბანკში მომუშავე ერთ-ერთმა სპეციალისტმა ჩაიგდო ხელში. შემდეგ ეს ინფორმაცია ფრანგულ გამოცემა მონდთან მოხვდა, რომელმაც ის 50 ჟურნალისტურ ორგანიზაციას გადასცა.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბანკი კლიენტებს, კანონმდებლობის ხარვეზების გამოყენებით, გადასახადებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი 2010 წლიდან იყო, თუმცა 1000 იდენტიფიცირებული დამრღვევიდან მხოლოდ ერთი დაისაჯა. გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, ბანკში ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეებს და მოსკოვთან დაკავშირებულ პირებს 2 მილიარდამდე დოლარი ჰქონდათ შენახული.  

კომენტარები