უსაფრთხოების 51-ე კონფერენცია

ღარიბაშვილი: საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს,  დეიმონ უილსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას. მისი თქმით საქართველო კვლავაც განუხრელად იცავს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.

მხარეებმა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები