მარიხუანა

აშშ-ის მთავარი ექიმი: მარიხუანა შესაძლოა, სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის

AP

აშშ-ის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის მთავარმა ექიმმა ვივექ მურთიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ გარკვეული დაავადებების და სიმპტომების დროს შესაძლებელია, სასარგებლო იყოს მარიხუანას გამოყენება". ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მთავარმა ექიმმა ოფიციალურად აღიარა მარიხუანის სამკურნალო თვისებები, რაც ამ მცენარისადმი სახელმწიფოს მიდგომის სავარაუდო ცვლილებაზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ ფედერალურ დონეზე აკრძალვის მიუხედავად, მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზებულია აშშ-ის 23 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. 4 შტატში მარიხუანა ლეგალიზებულია სარეკრეაციო მიზნებისთვის.

კომენტარები