ლუკა კურტანიძე

კურტანიძე: სადაც დავჭირდები, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს

ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე შესაძლოა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდეს. იქიდან გამომდინარე, რომ დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა, მისი ადგილმონაცვლე პარტია ქართული ოცნების წევრი უნდა გახდეს. პარტიული სიის მიხედვით კი, ავდალიანი სწორედ ლუკა კურტანიძემ უნდა შეცვალოს. პოლიციის აკადემიის პრორექტორის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას მათი დასრულების შემდეგ მიიღებს.

"გვაქვს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. სადაც დასჭირდებათ ლუკა კურტანიძე, მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს. კონსულტაციებში შევაჯერებთ იმას, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს ჩემი მუშაობა ამა თუ იმ თანამდებობაზე. გარდა პარლამენტისა, იცით, რომ პარლამენტარებს აქვთ იმის უფლება, რომ პარალელურად სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა აწარმოონ. მე უანგაროდ შემიძლია ეს ცოდნა და გამოცდილება დამატებით კიდევ გადავცე", - აცხადებს კურტანიძე.

ლუკა კურტანიძე ამ დროისთვის პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებს. ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან ხმაურიანი განხილვების შემდეგ გადააყენეს. 

კომენტარები