საქართველოს პარლამენტი

13 დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში წავიდა - დღეს სხდომა არ გაიმართება

საქართველოს პარლამენტი

ქართველი პარლამენტარები თურქეთში მინიფეხბურთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები. საქართველოს დელეგაცია 13-კაციანი შემადგენლობით თურქეთში უკვე გაემგზავრა.

გუნდში რვა მოთამაშეა და ის ძირითადად საპარლამენტო უმრავლესობით არის დაკომპლექტებული. მოთამეშეთა შორის ორი თავისუფალი დემოკრატია. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად მონაწილეობს. დელეგაცია თურქული მხარის მიწვევით გაემგზავრა, თუმცა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელის ლერი ხაბელოვის ინფორმაციით, თურქეთში ქართველი დეპუტეტების ფეხბუთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება.

იმის გამო, რომ დეპუტატების ნაწილი ოფიციალური ვიზიტით ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა, დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა არ ჩატარდება. 

კომენტარები