გაზის ფასი

დანელია: მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ "თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა", ამ ეტაპზე პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. სოფლის მეურნეობის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდა იმოქმედებს თუ არა პურის ფასზე. 

"ჯერ მე მგონი ნაადრევია გაზის ფასის ზრდაზე საუბარი. იცით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, მოდით დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით, ბალანსი შენარჩუნებულია, ამიტომ ამ ეტაპზე თუ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდა, მე ვფიქრობ, მოსალოდნელი არ არის... ასევე, იმედია, რომ გაზის გაძვირება არ იქნება საჭირო", - განაცხადა დანელიამ. 

კომენტარები