გაზის ფასი

ყაზტრანსგაზ თბილისი იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფს აძვირებს

ყაზტრანსგაზ თბილისი იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს 15 თეთრით აძვირებს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფასის ზრდა ლარის გაუფასურებით არის გამოწვეული, რადგან კომპანია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარისგან დოლარში ყიდულობს.

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის ყიდულობს, იურიდიულ პირებსა და კომპანიებს კი მასში უფრო მეტის გადახდა უწევთ.

ტაბულას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისაში უთხრეს, რომ ისინი ბუნებრივი აირის კომერციულ ბაზარს არ არეგულირებენ, შესაბამისად, ყაზტრანსგაზს კომერციული აბონენტებისტის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა მარეგულირებელი კომისიის ნებართვის გარეშე შეუძლია.

საპარლამენტო უმცირესობის წვერი ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ლარის გაუფასურებაში ადანაშაულებს, მისი თქმით, ლარის გაუფასურება და ბუნებრივი აირის გაძვირება მთავრობის უმოქმედობის ბრალია.

კომენტარები