ელექტროენერგიის ტარიფი

კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფზე თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განვიხილავთ

ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განიხილავენ.

"სერიოზული პრობლემები აქვთ კომპანიებს, იგივე თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ბუნებრივი აირით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. იცით, რომ ბუნებრივი აირი 100%-ით იმპორტირებულია. ძირითადად შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები