რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულება

პუტინმა აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელ მოაწერა კანონს აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.

ე. წ. ხელშეკრულებას პუტინმა და სოხუმის რეჟიმის ლიდერმა 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი, სახელმწიფო სათათბირომ მისი რატიფიცირება 23 იანვარს მოახდინა. დოკუმენტი საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები