რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულება

რუსეთის დუმა დღეს აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს

Panoramio

რუსეთის დუმა დღეს რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. რატიფიცირების ინიციატივა დსთ-ის ქვეყნების კომიტეტს ეკუთვნის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, შეთანხმების რატიფიცირება რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ისტორიული მომენტი იქნება, რაც ხელს შეუწყობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. სლუცკის განმარტებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმდა 80-მდე შეთანხმება, რომლებიც თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

ე.წ. შეთანხმების დაგეგმილი რატიფიცირება პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმაც დაადასტურა. მისი თქმით, შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო უწყებების შექმნაა.

მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის ოკუპაციური რეჟიმის მეთაურმა 2014 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას, ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები