ინტერვიუ ვახტანგ გომელაურთან

ბოკერია: გომელაურმა თავიდანვე ცხადყო, რომ ჭიკაიძის შემდეგ არაფერი შეცვლილა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინტერვიუ იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ "ჭიკაიძის შემდეგ არაფერი შეცვლილა. გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში გომელაურმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაზე ინფორმაციები ახლაც არსებობს, თუმცა, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. 

"მთავარი სიახლე არის ის, რომ სწრაფად გაგვარკვია ვითარებაში ახალმა მინისტრმა - რომ არ გვქონოდა ილუზია, რომ ჭიკაიძის შემდეგ რაიმე პროგრესს აქვს ადგილი, პირველივე განცხადებით ყველაფერი ნათელი გახადა, რომ ყველაფერი ისევ ისე არის და ივანიშვილის ტრადიციული კაცია ეს კაცი. ჭიკაიძის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ეს არის გაგრძელება იმისი, რასაც ივანიშვილის გუნდი სულ აკეთებდა. საქმის კეთების ნაცვლად და იმის ნაცვლად, რომ მიხედონ იმ ძალიან მწვავე პრობლემებს - ჩვენი მოქალაქეების დაუცველობას, პოლიციის ინსტიტუტის ძირის გამოთხრას და დამცირებას, ისინი არიან კონცენტრირებული საბურავებზე, რაღაც შეთქმულების თეორიებზე, ოპონენტებისგან სამშობლოს მტრების გამოყვანაზე და არა საქმის კეთებაზე. ეს არის ის, რასაც აკეთებდა ჭიკაიძე, რასაც აკეთებს ეს კაცი", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები