ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: უკრაინაში ომში ჩაბმისკენ მოწოდება არასწორია და მცდარია

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ვისაც უკრაინაში ბრძოლა სურს, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ ომში წასვლისკენ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით უკრაინაში ომში ჩაბმისკენ მოწოდება არასწორია და მცდარია.

„საკუთარ შვილებს მოუწოდონ პირველ რიგში, მომწოდებლებმა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველები უნდა წავიდნენ და უკრაინაში უნდა დახოცონ, ვისაც ამის სურვილი და განცდა აქვს მოქალაქეებს, მათ რიცხვში ჟურნალისტებსაც , საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ თუ ამის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა გაამართალა ის რაც სააკაშვილს უნდოდა, და შეცდომები დაუშვეს. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ იქ ქართველები გარდაცვალნენ, ისინი ცდილობდნენ ჩვენს მეგობრებს დახმარებოდნენ და ესე შემდგომ ამაგსაც შეიძლება ანგარიში გაუწიო და თანაგრძნობაში შეხვიდე, მაგრამ მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ უკრაინაში, მეორე მხრიდან ქართველები წავიდნენ რუსეთის მხრიდან იომონ და ა.შ არის არასწორი და მცდარი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემირმინისტრმა კომენტარი უკრაინის მთავრობაში დასაქმებულ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ იმ ხალხზე ვინც ძებნაში არ არის ცუდი რეაქცია არ აქვს.

„დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და თუ ადამიანები ძებნაში არ არიან ჩვენი კანონმდებლობით და საქმდებიან უკრაინაში ამაში არაფერი ცუდი არაა. ერთადერთი რატომაც შფოთავს საზოგადოება და მეც ვუერთდები ამ ნიშნით, ისეთი რომ ისეთი ხალხი დანიშნეს იქ ვინც თავი შეირცხვინა საქართველოში და ისინი არ გამოირჩეოდნენ სწორი მართვით და ეფექტური მართით, იმის განცდა მაქვს, რომ შეგვარცხვენენ იქაც და თავს მოგვჭრიან, თორე საქმდებიან და დასაქმდნენ. აბარებენ ქართულ პასპორტებს იღებენ უკრაინულს . სააკაშვილს აქვს მცდელობა რომ საზოგადოებაშიც არის შფოთვა, რომ იქ უკრაინაში  ზონდერ ბრიგადებს შექმნის საომრად წაყვანილ ხალხს და  მერე შემოუბრუნებს საქართველოს, არანაირი რესურსი მათ არ გააჩნიათ. ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მასალად როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორი არ უნდა იყოს მმართველობა. მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არეულობის შესაქმნელად და არც დაბრუნების“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები