ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად, ადეკვატურად

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ლართან მიმართებაში კარგის მეტი არაფერი ხდება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ლარი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს.

"ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ხალხი, ვისაც სესხი დოლარში აქვს, კარგად უნდა გაერკვეს ბიზნეს პროცესებში. ის მათ ურჩევს, სწორი რჩევებისთვის სპეციალისტები დაქირაონ.

"ეკონომიკა, ბიზნესი რთული მექანიზმია, მას ცოდნა უნდა და ალღო უნდა, ესე მარტივი არაა, ვთქვათ სად დააბანდო შენი კაპიტალი დოლარში, ლარში თუ ევროში გადაიტანო, ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირაოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს, ბიზნესმენებიც, ძალიან ბევრი ვერ ახერხებს, სწორად გამოიცნოს, სად გადაიტანოს თავის ქონება დოლარში, ლარში თუ ევროში და ასე შემდეგ. ეს არის ნორმალური პროცესი.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ლარი ძალიან ადეკვატურად იქცევა და ის მზადაა, ამ თემაზე დებატებშიც ჩაერთოს.

"ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად და მე სპეციალისტებთან შემიძლია, თუ აქვთ სურვილი, ტელევიზიითვე გამომიწვიონ და დავჯდები, სადაც უნდათ, სპეციალისტებთან ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკა იცის. ლარი იქცევა ძალიან  ადეკვატურად, იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ხდება ეკონომიკაში შიგნით და გარე პროცესებზეც აისახება.

არაფერი ცუდი არ ხდება, არავითარი კატასტროფული, არაფერი, ეს ფასებზე არ გართულდა, თუ ფასებზე გადავა, მთავრობას აქვს ამის ბერკეტები, ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს, რომ  ჩაერიონ, ჩარევასაც არ საჭიროებს, ნახეთ გარე ექსპერტების რამდენიმე გამონათქვამი, რომ ძალიან აქებენ ლარს, რომ ძალიან ჯანსაღად იქცევა, არაფერი ცუდი არ ხდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, ლარის გაუფასურების თემა ნაციონალური მოძრაობის წამოწეულია.

"მაგრამ ეს თემაც მუდმივი თემაა ნაციონალური მოძრაობის, რომ როგორმე ეკონომიკა დაანგრიონ. ეს არის მათი ოცნება, რომ ცეცხლის ალში ქვეყანა იწვოდეს, მათი განცდა დაკმაყოფილდეს. ადრე ეს გუნდი იყო ფუფუნებაში, ერთი ჯგუფი ცხოვრობდა და გვარწმუნებდნენ და ვირტუალურ სამყაროში გვამყოფებდნენ ყველას, რომ ყველანი კარგად ვცხოვრობთ, ეხლა ისე კარგად ვეღარ არიან, ცუდად გრძნობენ თავს და უნდათ, აჩვენონ საზოგადოებას, რომ ყველაფერი ინგრევა და ყველაფერი ცუდადაა. ამ ფონზე, მოყოლებული 2012 წლიდან, ძირითადი მათი სამიზნე ეკონომიკაა, რამეთუ მიზანი აქვთ, რომ ეკონომიკა დაანგრიონ, რომ როგორმე ქვეყანაში მოახერხონ და მათი ფსიქიური განწყობა შემოიტანონ, რომ დაინგრეს და დაიშალოს ყველაფერი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები