ლიტვის პრემიერის ვიზიტი

ლიტვის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გამართა

ლიტვის პრემიერმინისტრი
მთავრობის ადმინისტრაცია

ლიტვის პრემიერმინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საქართველო-ლიტვას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში – პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა პირისპირ შეხვედრაზე.

"მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები