გზის ჩანგრევა

ზესტაფონთან ავტობანის სავალი ნაწილი ჩაინგრა

რუსთავი 2

ზესტაფონთან ავტობანის სავალი ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც ავტოტრანსპორტს ცალმხრივად, რიგრიგობით ატარებენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები. მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ამაშუკელის თქმით, გზა დღეს საღამომდე გაიხსნება. ის აღნიშნავს, რომ ზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის დაახლოებით 10-მეტრიანი მონაკვეთი ჩაიწია. 

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის 207-ე კმ.ზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სოფელ სიქთარვასთან, გზის სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანპოსრტის გატარება ცალმხრივად, რიგრიგობით ხორციელდება. ადგილზე ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა გატარებულია პირველადი ღონისძიებები და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები" - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კომენტარები