კლეი ტომპსონის რეკორდი

ტომპსონმა ერთ მეოთხედში ჩაგდებული 37 ქულით, NBA-ს რეკორდი დაამყარა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, 24 თებერვალს ერთმანეთს გოლდენ სტეიტ უორიორსი და საკრამენტო კინგსი დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ერთბაშად ლიგის ორი რეკორდი დამყარდა და ორივეს ავტორი, 24 წლის კლეი ტომპსონი გახდა.

მატჩის მესამე მეოთხედში, ტომპსონმა ერთბაშად 37 ქულა მოაგროვა, რაც NBA-ს ისტორიაში ერთ მეოთხედში კალათბურთელის მიერ ჩაგდებული ქულების საუკეთესო მაჩვენებელია.

უორიორზის მსროლელმა 13 სროლიდან 13-ივე ზუსტად შეასრულა, მათ შორის 9 სამქუალიანი და ორი საჯარიმო ტყორცნა.

მთლიანობაში კალათბურთელმა შეხვედრაში 52 ქულა მოაგროვა.

რაც შეეხება მეორე რეკორდს, ტომპსონმა ასევე ერთ მეოთხედში ჩაგდებული სამქულიანების რეკორდიც დაამყარა.

2008 წლის 10 დეკემბერს, კარმელო ენტონის ერთ მეოთხედში 33 ქულა ჰქონდა, ჯო ჯონსონმა კი 20013 წელს ერთ მეოთხედში 8 სამქულიანი ჩააგდო - ორივე მაჩვენებელი ტომპსონმა გააუმჯობესა.

კომენტარები