მარგველაშვილის და ქადაგიძის შეხვედრა

გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის პირველ პირს რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნო და მათი ამჟამინდელი და შესაძლო, მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. შეხვედრისას, იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებსა და მათი დაძლევისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასა და მის ნეგატიურ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე.

კომენტარები