თეორემა

იური ვაზაგაშვილის საქმე

ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურამ N1 პრიორიტეტად დასახა. იური ვაზაგაშვილი სამშაბათს, 20 იანვარს შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება მის შვილს, ზურა ვაზაგაშვილს, ის კორტებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მიუხედავად პირობისა, ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, მმართველმა ძალამ დანაშაულის დადგენა და დამნაშავეების გამოვლენა ვერ შეძლო. გარდაცვლილის მამა, აწ უკვე თავადაც გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი ვაჟის მკვლელები სამართალდამცავ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ახლობლები იმასაც ადასტურებენ, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღის წინ ის ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.

ტრაგიკული ფაქტი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ყოფილი ხელისუფლებისკენ თითის გაშვერის მორიგ შესაძლებლობად იქცა. კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები მკვლელობას კორტების სპეცოპერაციას უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანების მოწყობილია, ვისაც კორტების სპეცოპერაციისას ჩადენილი დანაშაულის გახსნა არ აწყობდა.

სტუმრად: ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

კომენტარები