თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

ფხალაძე: რუსეთისგან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოსალოდნელი იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.საუბრის მთავარი თემა რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება იყო. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყეტლება არ მიუღიათ - მხარეებმა ერთმანეთს პრობლემის გადაჭრის გზები გაუზიარეს.

"მთავარი პრინციპი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და იმ ადამიანების კეთილდღეობაა, ვინც ცხოვრობს საქართველოში, მათ შორის იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ამაში არაფერი ახალი სამწუხაროდ არ არის. იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. არ შეიძლება სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

რუსეთის დუმამ დღეს რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 441-მა დეპუტატმა დაუჭირა, რატიფიცირებას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ერთმა კი, თავი შეიკავა. 

მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის ოკუპაციური რეჟიმის მეთაურმა 2014 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საერთო სამხედრო სივრცის შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას, ენგურზე ე.წ. საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები