კრიზისი უკრაინაში

დონეცკის ოლქში ბოევიკებმა საცხოვრებელი სახლებისკენ გახსნეს ცეცხლი

ukr.obozrevatel.com

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში გამთენიისას ბოევიკებმა ნაღმსატყორცნებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ დაიწყეს სროლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შსს-ს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია 30-მდე ბინა და არიან დაშავებულებიც. სხვა დაჭრილებთან ერთად საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი ქალიც.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქი ცენტრალური გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მისივე თქმით, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს, არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობს ოპერატიული სამძებრო ჯგუფი.

კომენტარები