შეხვედრა ბრიუსელში

საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპაში ტერორიზმის საფრთხეზე იმსჯელებენ

Reuters

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეხვდებიან და ევროპაში ტერორიზმის საფრთხეს განიხილავენ. საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობას. მინისტრები იმსჯელებენ, როგორ გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ინიციატივას, რომელშიც წერია - "რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების უმეტესი ნაწილი უნდა გაუქმდეს და ევროკავშირმა რუსეთთან თანამშრომლობა სრული მოცულობით უნდა აღადგინოს, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას შეწყვეტს". მოგერინის წინადადებით, ასეთ შემთხვევაში ძალაში მხოლოდ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები უნდა დარჩეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ტერორიზმის საკითხის განხილვა ბელგიაში ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა რეიდმა და საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტებმა განაპირობეს.

კომენტარები