მკვლელობა გიუმრიში

პუტინმა სარგსიანს დაურეკა და სომეხ ხალხს მიუსამძიმრა

ვლადიმირ პუტინი და სერჟ სარგსიანი
AFP

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონი სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს ესაუბრა და გიუმრიში 12 იანვარს მომხდარი მკვლელობის გამო დაღუპულთა ახლობლებს, ასევე მთელ სომეხ ხალხს მიუსამძირა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა „გამოთქვა რწმენა, რომ ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უმოკლეს ვადებში ჩატარდება და დამნაშავეები პასუხს აგებენ".

ამავე დროს, მას არ დაუზუსტებია, ისაუბრეს თუ არა პრეზიდენტებმა იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში უნდა გასამართლდეს მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული რუსი სმხედრო მოსამსახურე.

პესკოვის თქმით, პუტინმა სომეხ კოლეგას ავეტისიანების ოჯახის გადარჩენილი წევრის, 6 თვის ბავშვის მკურნალობაში დახმარება აღუთქვა.

12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის ბავშვი საკუთარ სახლში მოკლეს, კიდევ ერთი ბავშვი თავდამსხმელმა ცივი იარაღით მძიმედ დაჭრა. მკვლელობა რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურემ ვალერი პერმიაკოვმა აღარა, რომელიც პატიმრობაში რუსულ ბაზაზე იმყოფება. პერმიაკოვის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით გიმრიში და ერევანში საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები