შსს

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რამზან კ. დააკავა.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 27 აბი და 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებული ბუპრენორფინის მომხმარებელი იყო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).

კომენტარები