2014 წლის დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2014 წელს წინა წელთან შედარებით დანაშაული 16.45 %-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს რეგისტრირებულია 26479 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17805. 

უწყების ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 431 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან გაიხსნა 371 დანაშაული. 

გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაული 16.45 %-ით შემცირდა.

კომენტარები