აკაკი ბობოხიძე

ბობოხიძე: ქართული ბაზრის რუსეთზე მიბმამ ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედა

TV105

ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საქართველოს ბაზრის, განსაკუთრებით კი აგრარული პროდუქციის რუსეთზე მიბმამ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური შედეგები იქონია. მისივე განმარტებით, აუცილებელია ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრის დივერსიფიცირება.

"რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოს პროდუქტებისთვის ხელმეორედ დაწესებული შეზღუდვების შედეგებს უკვე გრძნობს თავის თავზე წყალტუბოს რაიონის ბოსტნეულისა და მწვანილის მწარმოებელი 5000 ოჯახი. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში ამ ოჯახებს ღვინის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტი ოდენობა შეაქვს. დაუშვებლად მიგვაჩნია მთავრობის დივერსიფიცირებული დამოკიდებულება ამ ოჯახებისა და ყურძნის და ციტრუსების მწარმოებლებს შორის" - განაცხადა ბობოხიძემ.

ბობოხიძემ ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, გაატაროს თანმიმდევრული აგრარული პოლიტიკა, მოახდინოს საქართველოს პროდუქტების გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება, ასევე დაეხმაროს საქართველოს მწარმოებლებს დააკმაყოფილონ არსებული ევროსტანდარტები.

კომენტარები