სომხეთი

სომხეთში, ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობის ბრალდებით რუსი სამხედრო იძებნება

http://www.photolure.am/

სომხეთში ერთი ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობის ბრალდებით რუსი სამხედრო იძებნება.  თავდამსხმელმა ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის წევრებს მათ საკუთარ სახლში ცეცხლი ავტომატიდან გაუხსნა.  თავდასხმას მხოლოდ ერთი ექვსი თვის ბავშვი გადაურჩა.

პოლიციამ ძებნა გიუმრიში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვზე გამოაცხადა.

პერმიაკოვი ბაზაზე გასული თვიდან მსახურობდა. საგანგებო თათბირი მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ დამნაშავის დასაკავებლად ყველა ზომა იქნება მიღებული. ინციდენტის მიზეზებისა  და დამნაშავის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. 

კომენტარები