Charlie Hebdo

ერთიანობის მარშის შემდეგ საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

საფრანგეთში სამოქალაქო ობიექტებთან სამხედროები გამოჩნდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვან ობიექტებს შეირაღებული ძალების ათი ათასი ჯარისკაცი დაიცავს. მათთან ერთად ამ ამოცანის შესასრულებლად ხუთი ათასზე მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული.

ერთიანობის მარშში ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც გუშინ საფრანგეთში გაიმართა, სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტთა კოლონას წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ასევე 40 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მოუძღოდა.

კომენტარები