ტერაქტი პარიზში

ქვემო ქართლის მუფტი: ისლამი არ არის ტერორიზმი და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგია

რუსთავი 2

ქვემო ქართლის მუფტის ჯემალ ადაძის განცხადებით, "ისლამი არ არის ტერორიზმი და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგია". როგორც ადაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს საქართველოში მცხოვრები მუსლიმები და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობენ.

"ის ფაქტი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად შემზარავი და იმედია, მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება. ისლამი არ არის ტერორიზმი. სამყაროს გამჩენი ალაჰი ყურანში შემდეგნაირად გადმოგვცემს: მუსლიმს ერთი პიროვნებისთვის სიცოცხლის მოსწრაფება ჩაეთვლება სამყაროში მცხოვრები ადამიანების განადგურებაში, ხოლო ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კაცობრიობისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასია. აქედან გამომდინარე, ისლამი გმობს ტერორიზმს. თუმცა, ამას ზოგიერთი ისლამის ავისმოსურნე ადამიანი სათავისოდ იყენებს, რაც მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ისლამი არ არის ტერორიზმი და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგია. აქ გამოსავალი ერთია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშავონ შესაბამისი გეგმა და ჩაატარონ ღონისძიებები, რომლითაც მოხდება ხალხის ინფორმირება" - განაცხადა ქვემო ქართლის მუფტმა.

კომენტარები