ტერაქტი პარიზში

უსუფაშვილმა ფრანგ კოლეგებს სამძიმრის წერილები გაუგზავნა

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კლოდ ბარტელონს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.

როგორც უსუფაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, წერილში პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო და ამ მოვლენას სიტყვის თავისუფლებისა და თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

„შვიდ იანვარს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმით, ტერორისტები თავს დაესხნენ თავისუფალი სამყაროს იდეას, შეეცადნენ მოეკლათ ის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც თავის დროზე სწორედ საფრანგეთში დაიბადა და დღეს მთელს მსოფლიოს ასაზრდოებს.თუმცა, მე მწამს, რომ ეს უდიდესი ტრაგედია გახდება საფუძველი, ტერორიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და იმ იდეების მსოფლიოში გასავრცელებლად, რომელსაც შეეწირნენ შვიდი იანვრის ტერორისტული აქტის მსხვერპლნი,"- აღნიშნავს კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები