ქრისტეშობა

პრემიერი: უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას შობას ულოცავს. მისალოცი პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ქრისტეს შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ჩვენთვის. ეს სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაულია, მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ამიტომაც უკეთესი მომავლის იმედითა და რწმენით შევეგებოთ შობას. ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას. გვფარავდეს უფალი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს.

კომენტარები