ილია მეორე

ილია მეორე: ვახერხებთ, ვიყოთ ტოლერანტულები

ილია მეორე
mospat.ru

"ვახერხებთ, ვიყოთ ტოლერანტულები",- ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში მშვიდობით იარაღო განაცხადა.

კითხვაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ტოლერანტულები განსხვავებული სარწმუნოების და შეხედულებების ადამიანების მიმართ, ილია მეორემ განაცხადა, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, „მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი“.

“ეს არ უნდა დავივიწყოთ. უნდა ვარჩევდეთ, მაგრამ ამავე დროს პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანის აზრს. შეიძლება არ გავიზიაროთ, მაგრამ პატივი მაინც უნდა ვცეთ განსხვავებული აზრის ადამიანს”, - ბრძანა უწმინდესმა.

კითხვაზე, რამდენად ახერხებს საზოგადოება ამას, პატრიარქმა აღნიშნა, რომ “ამას ვახერხებთ”. “ამიტომაცაა, რომ დიდი ქვეყნები და იმპერიები ისპობა, ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ. საქართველო გადაარჩინა შემწყნარებლობამ, სხვების მიმართ პატივისცემამ”, - განაცხადა ილია მეორემ.

კითხვაზე, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ საზოგადოებას, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს ანალიტიკური აზროვნებაა. „ადამიანმა უნდა ისწავლოს ანალიტიკური აზროვნება, უნდა გაანალიზოს მდგომარეობა. არა მარტიო საკუთარი თავის, თავისი ოჯახის, არამედ ქვეყნის, მსოფლიოსი და ისევ სიყვარულით უნდა ცხოვრებდეს. სიყვარული საფუძველია ყველაფრისა“,  - განაცხადა ილია მეორემ.  

პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით 1-ლი საუკუნის ფილოსოფოსის კლიმენტი ალექსანდრიელის ნაწარმოები ახსენა. „იგი ამბობს, რომ  განათლებულ და მორწმუნე ადამიანი არის მეგობარი ღვთისა და მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა. ასე რომ, ამ სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეს ადამიანი  და გახდეს ღვთის მეგობარი“,  - აღნიშნა პატრიარქმა.  

კომენტარები