ზვავში მოყოლილი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

centreavalanche.qc.ca

ბახმაროს მთებში ლაშქრობისას ზვავში მოყოლილი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. "3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. 

სამ დაგარჩენილ მთამსვლელს შს რაიონულ სამმართველოში კითხავენ.

ოთხი ახალგაზრდის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გუშინ დაიწყო მას შემდეგ რაც სამი მათაგნი კონმტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. ბახმაროში ლაშქრობისას ზვავში ერთი ახალგაზრდა მოჰყვა, სამმა კი მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადავიდნენ.

 

კომენტარები