გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე ზვავსაშიში მდგომარეობის გამო მოძრაობა ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებისთვის არის აკრძალული. გზა ხუთშაბათს, 1 იანვარს, 4:30-ზე ჩაიკეტა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა დღეს, 2 იანვარს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.