პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას ახალი, 2015 წელი მიულოცა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი, 2015 წელი მიულოცა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს კეთილდღეობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა.

"ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩვენი წინაპართა ოცნებისკენ - ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, კეთილდღეობაზე დამყარებულ საზოგადოებაში. მომავალ წელს ამ გზას კიდევ უფრო ღირსეულად განვაგრძობთ, საბოლოოდ კი შედეგი თითოეული ჩვენგანის, მთელი ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება. მჯერა, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურაში ყველაფერი გვაქვს ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ გვაქვს ნიჭი და უნარები და თუ ძალისხმევასაც არ დავიშურებთ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, რომელშიც თითოეულს გვექნება შესაძლებლობა ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოს" - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები