ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა $13,1 მილიარდს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს საქართვლოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალს, კერძო სექტორის საგარო ვალს და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს.
სახელმწიფო საგარეო ვალი 30 სექტემბრის მონაცემებით $5,3 მილიარდს შეადგენს, რაც საქართვლოს მთლიანი შიდა პროდუქტის 32%-ია. სახელმიწოს კუთვნილი საწარმოების მთლიანი ვალი $874 მილიაონია, ხოლო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები კი $262 მილიონს შეადგენს.
სახელმწიფო საგარო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტიც სახელმწიფო საგარეო ვალი საშიანო ვალზე უფრო ხელმწისაწვდომია, რადგანაც ერთწლიანი საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი 6,5%-იდან იწყება, ხოლო ათწლიანი ვალის საპროცენტო განაკვეთი 10%-ს შეადგენს. გრძელვადიანი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთი კი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. საგარეო ვალის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოდინება ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს.
საგარეო ვალისგან განსხვავებით საშინაო ვალი ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ ხმარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინაო ვალი ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ ახდენს, ასევე ის ეროვნულ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ლარის გამყარებაზე ახდენს გავლენას.





