ხიდაშელი: პრემიერმა პუტინზე კითხვას ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა

...კითხვას უსვამენ ჟურნალისტები პრემიერმინისტრს, ანუ მოლოდინი აქვთ, რომ პრემიერი უნდა წავიდეს პუტინთან შეხვედრაზე, შედეგები უნდა წამოიღოს, ქვეყნისთვის სასარგებლო, დადებითი შედეგების მომტანი უნდა იყოს ეს შეხვედრა. და ამის მერე ეკითხებიან, პუტინი მტერია თუ არა? ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ ის ვერ იჟონგლიორებს კამერების წინაშე. მან თქვა, რომ მისი ქვეყანა არის ოკუპირებული, რომ მის ქვეყანას აქვს უზარმაზარი პრობლემები, სწორედ იმ ადმინისტრაციისგან შექმნილი, რომელიც არის ახლა იმ ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი კონტაქტი იყოს შედეგებზე ორიენტირებული... პრემიერმინისტრი ვაჟკაცობის დამადასტურებელი არ არის ის, როგორი გულისმომფხანი ტერმინებით მოიხსენიებს ვინმეს. მისი ვაჟკაცობის დამადასტურებელი ის არის, რომ მზადაა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემასთან პირისპირ შესახვედრად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პრემიერმინისტრის რეაქციის შესახებ ტაბულას შეკითხვაზე, თვლის თუ არა რომ პუტინი საქართველოს მტერია.

კომენტარები